თქვენ აუცილებლად
გახდებით ევროკავშირის
წევრი სახელმწიფო, – ამის
შესახებ ევროკავშირის
საბჭოს თავმჯდომარე
ქვეყნის, უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ
ორბანმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძესთან ერთად
გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.ჟურნალისტის
კითხვაზე, გახდება თუ არა
საქართველო ევროკავშირის
წევრი სახელმწიფო იმ
განცხადებების ფონზე, რაც
ზოგიერთი წევრი
სახელმწიფოს ლიდერისგან
ისმის, ვიქტორ ორბანმა
უპასუხა: „ნუ იქნებით ასეთი
დარწმუნებული, ზოგიერთი
ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ
თქვენ აუცილებლად
გახდებით ევროკავშირის
წევრი სახელმწიფო“.