ყაზახეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა
ნიკოლოზ ლალიაშვილმა,
ადგილობრივ სააგენტო
Kazinfrom-ის კორესპონდენტთან
ექსკლუზიურ ინტერვიუში
საქართველოში მიმდინარე
პოლიტიკურ პროცესებზე
ისაუბრა.როგორც ნიკოლოზ
ლალიაშვილი აღნიშნავს,
საქართველოში დაგეგმილი
რევოლუცია
ჩაიშალა.“ვითარება
ხელოვნურად დაიძაბა მას
შემდეგ, რაც
პრემიერ-მინისტრმა
გააკეთა აბსოლუტურად
ლოგიკური და გასაგები
განცხადება, რომ
საქართველო 2028 წლამდე დღის
წესრიგში არ დააყენებს
ევროკავშირთან
გაწევრიანების შესახებ
მოლაპარაკებების დაწყების
საკითხს. ამასთან, მან
განაცხადა, რომ ქვეყანა არ
წყვეტს ვალდებულებისა და
პროცედურების შესრულებას.
ამრიგად, 2028 წლისთვის
საქართველო მზად იქნება
ევროინტეგრაციის პროცესის
დასაწყებად, ხოლო 2030
წლისთვის საუკეთესო
ფორმაში იქნება
ევროკავშირში
გასაწევრიანებლად.
ქართული საზოგადოების
ნაწილს ეს გადაწყვეტილება
წარუდგინეს, როგორც
საქართველოს ევროპული
კურსიდან, ქვეყნის ერთ-ერთი
მთავარი საგარეო
პოლიტიკური მიზნიდან -
ევროკავშირში
გაწევრიანებიდან
გადახვევა”-აცხადებს
ნიკოლოზ
ლალიაშვილი.საქართველოს
ელჩის შეფასებით, ვითარება
ხელოვნურად იყო დაძაბული,
რამაც მოსახლეობის
ნაწილის, განსაკუთრებით
ახალგაზრდების
უკმაყოფილება გამოიწვია.
მისი თქმით, არეულობის
მთავარი ორგანიზატორები
ქართული არასამთავრობო
ორგანიზაციები იყვნენ,
ვითარება კი გაამწვავა მათ
შორის
ევროპარლამენტარების მიერ
გაკეთებულმა
განცხადებებმა.ნიკოლოზ
ლალიაშვილი
სამართალდამცველების
რეაგირებაზეც საუბრობს,
ამბობს, რომ პოლიციამ
კარგად იმუშავა, ხაზს
უსვამს მათ გამძლეობას და
გაწეული საქმიანობისთვის
მადლობას უხდის. მისი
შეფასებით, რადიკალურმა
ჯგუფებმა მოზარდები
სპეცრაზმთან
დაპირისპირებისთვის
გამოიყენეს და პოლიციას
ქვებს და მოლოტოვის
კოქტეილებს
ესროდნენ.“აღმოჩენილია
მოლოტოვის კოქტეილების
დასამზადებელი მასალები,
რომლებიც ამოღებულია
არასამთავრობო და
ოპოზიციური პარტიების
ოფისებიდან. ამ
ორგანიზაციების
საწყობებში დიდი
რაოდენობით ცეცხლსასროლი
იარაღი და გაზის ნიღბები
აღმოჩნდა. ეს იმაზე
მეტყველებს, რომ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის განცხადებამდე
მზადება მიმდინარეობდა”,-
აცხადებს ნიკოლოზ
ლალიაშვილი.მისივე თქმით,
ყველაფერი, რაც
საქართველოში მოხდა,
შეიძლება შეფასდეს, როგორც
უმიზნო, არაეფექტური,
დამანგრეველი
ქაოსი.ყაზახეთის
რესპუბლიკაში საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი
საპარლამენტო არჩევნების
შედეგებზეც საუბრობს და
ამბობს, რომ ოპოზიციამ
მთლიანობაში ნაკლები ხმა
მიიღო, ვიდრე
გამარჯვებულმა მმართველმა
პარტია „ქართულმა
ოცნებამ“, თუმცა
მიუხედავად ამისა,
ოპოზიცია აცხადებს, რომ
არჩევნების შედეგებს არ
აღიარებს, ხალხს ქუჩაში
გამოსვლისკენ მოუწოდეს,
მაგრამ ქუჩაში მხოლოდ მათი
პარტიული აქტივი
გამოვიდა.“ოპოზიციამ არ
სცნო არჩევნები, თუმცა ცნო
არჩევნების მთავარმა
საერთაშორისო
დამკვირვებელმა, ეუთოს
დემოკრატიული
ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებათა
ოფისმა (ODIHR), მათ აღიარეს
არჩევნების შედეგები,
ახალი პარლამენტი
შეიკრიბა და მინისტრთა
ახალი კაბინეტი დამტკიცდა.
ახალი საგარეო საქმეთა
მინისტრი უკვე იმყოფებოდა
ეუთოს მინისტერიალზე.
ვიზიტის ფარგლებში იგი
შეხვდა ყაზახეთის საგარეო
საქმეთა მინისტრს, ეს იყო
გაცნობითი ხასიათის
შეხვედრა.ასევე, მივიღეთ
მილოცვის წერილები, მათ
შორის ყაზახეთის
პრემიერ-მინისტრისგან და
ყაზახეთის პარლამენტის
თავმჯდომარისგან, ასევე
საგარეო საქმეთა
მინისტრისგან. ყაზახეთმა
ადეკვატური რეაგირება
მოახდინა ყველაფერზე, რაც
საქართველოში ხდება და
დიდი მადლობა ამისთვის.
ჩვენ ვაფასებთ ყაზახეთის
მხარდაჭერას
საქართველოსთვის ამ რთულ
პერიოდში”,- აცხადებს
ნიკოლოზ
ლალიაშვილი.ნიკოლოზ
ლალიაშვილი ინტერვიუში
საქართველოს სატრანსპორტო
როლზეც საუბრობს და
აღნიშნავს, რომ
საქართველოსა და ყაზახეთს
წარმატებული
თანამშრომლობა აქვთ
სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის სფეროში,
განსაკუთრებით
აღსანიშნავია
ტრანსკასპიური
საერთაშორისო მარშრუტის
განვითარებისთვის
ერთობლივი ძალისხმევა,
რომელიც წლიდან წლამდე
ტვირთების გადაზიდვის
მზარდი დინამიკით
გამოირჩევა. საქართველოს
ელჩი აღნიშნავს, რომ
ქართული მხარე ყოველთვის
არის მიწვეულ სტუმრებს
შორის ყაზახეთის მიერ
გამართულ საერთაშორისო
სატრანსპორტო
ფორუმებზე.ელჩის თქმით,
წელს დადებითი დინამიკაა
ყაზახეთსა და საქართველოს
შორის ორმხრივ სავაჭრო
ბრუნვაში. 10 თვეში ქვეყნებს
შორის სავაჭრო ბრუნვა
გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით 28%-ით
გაიზარდა და 770 მილიონი
დოლარი შეადგინა, მზარდია
ვიზიტორების რაოდენობაც
ყაზახეთიდან, 2024 წლის სამ
კვარტალში წინა წელთან
შედარებით 39%-ით არის
გაზრდილი ტურისტების
რაოდენობა.