საქართველო იქნება
ყველაზე მომზადებული
ქვეყანა 2030 წელს სხვა
კანდიდატ ქვეყნებთან
შედარებით ევროკავშირში
წევრობისთვის, რამდენად
დაინახავს და ობიექტურად
შეაფასებს ამას
ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა,
ეს ჩვენს ხელში არ არის.
ჩვენ ვხედავთ, რომ
პოლიტიკური მიკერძოებაც
არ არის უცხო ევროკავშირის
სხვადასხვა წევრი ქვეყნის
ელიტაში, – განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა.„მაშინ, როცა
ჩვენი კარი ევროპისთვის
ჩარაზული იყო, მათ შორის
ევროკავშირის წევრი
ქვეყნების მხრიდან, როცა
არანაირი პერსპექტივაც კი
არ ჩანდა ევროკავშირში
წევრობისა, ჩვენ 2014 წლიდან,
მას შემდეგ, რაც ხელი
მოვაწერეთ ასოცირების
შეთანხმებას, მოწინავე
ქვეყანა ვართ მისი
შესრულებისა და ქვეყნის
დაახლოებისა ევროპულ
სამართლებრივ თუ
ინსტიტუციურ სივრცეში. მე
ასევე შეგახსენებთ, ყველა
კვლევით, მათ შორის
ევროკომისიის
ანგარიშითაც, საქართველო
უსწრებს უკრაინასაც,
მოლდოვასაც. საქართველო
უსწრებს არა მხოლოდ
ევროკავშირის კანდიდატ
ყველა ქვეყანას, არამედ
ზოგიერთ ევროკავშირის
წევრ ქვეყანასაც. ასე რომ,
საქართველოს თავის გზას
ევროპისკენ აგრძელებს. 2028
წლამდე ასოცირების 90
პროცენტი გვექნება
შესრულებული და 2030 წელს
ჩვენ ვიქნებით ყველა
კანდიდატ ქვეყანასთან
შედარებით, ყველაზე უფრო
მომზადებული ქვეყანა. 2030
წელს შეგიძლიათ
გადაამოწმოთ. საქართველო
იქნება ყველაზე
მომზადებული ქვეყანა 2030
წელს სხვა კანდიდატ
ქვეყნებთან შედარებით
ევროკავშირში
წევრობისთვის. რამდენად
დაინახავს და ობიექტურად
შეაფასებს ამას
ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა,
ეს ჩვენს ხელში არ არის.
ჩვენ ვხედავთ, რომ
პოლიტიკური მიკერძოებაც
არ არის ევროკავშირის
სხვადასხვა წევრი ქვეყნის
ელიტაში“, -განაცხადა
პაპუაშვილმა.