Fashpack-ის საერთაშორისო
პლატფორმაზე საქართველო
ტოპ 10-ში მოხვდა. 2025 წელს
დაჯავშნილი 10 ყველაზე
პოპულარულ მიმართულებას
შორის საქართველო,
შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი,
ბორნეოს კუნძული, ტაილანდი,
ფილიპინები, კოსტა-რიკა,
ახალი ზელანდია და
გვატემალაა.Flashpack-ის
პლატფორმა დიდ
ბრიტანეთშია ბაზირებული,
პლატფორმა სოლო მოგზაურთა
ტურებისა და მოგზაურობის
დასაგეგმად შეიქმნა.
პლატფორმაზე 40-ზე მეტი
ქვეყანაა, სადაც
შესაძლებელია სხვადასხვა
ტურების დაჯავშნა.
პლატფორმაზე თითოეული
ქვეყნის საინტერესო
ტურისტული ადგილების,
ტურისტული აქტივობების,
ადგილობრივი სამზარეულოს
შესახებ ინფორმაციაა
განთავსებული.ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია ავრცელებს.