საქალაქო სასამართლოს
ეზოში, სადაც აქციის
მონაწილეების პროცესები
მიმდინარეობდა, ცოტა ხნის
წინ ხმაური
იყო.აქტივისტების ნაწილი
მანდატურებს
დაუპირისპირდა. მათ
ბანერების გაშლა სურდათ,
რისი საშუალებაც არ მისცეს.
მანამდე თბილისის
საქალაქო სასამართლომ
აქციის ერთ-ერთ მონაწილეს,
ილია სეთურს, 500-ს ლარიანი
ჯარიმა დააკისრა, 11 პირის
პროცესი კი 11
დეკემბრისთვის
გადაიდო.სხდომა
ახსნა-განმარტების ეტაპზე
შეწყდა, მომდევნო პროცესზე
სავარაუდოდ მოწმეებს
გამოჰკითხავენ და
მტკიცებულებებს
გამოიკვლევენ. საუბარია 10
და 17 ნოემბერს გამართული
აქციების დროს, გზების
ხელოვნურად
გადაკეტვაზე.შინაგან
საქმეთა სამინისტრო
აქციის მონაწილეებს
ადმინისტრაციული კოდექსის
174-ე პრიმა მუხლით,
შეკრებისა და
მანიფესტაციის წესის
დარღვევას ედავება.