160 000 ჯარისკაცის გაწვევის
შესახებ რუსეთის
პრეზიდენტის
განკარგულებას
ევროპისთვის საფრთხის
შემცველად აღიქვამს
საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრი.
სოციალურ ქსელ „იქსზე“
გამოქვეყნებულ
განცხადებაში ჟან-ნოელ
ბარო აღნიშნავს, რომ
„საფრთხისთვის
წინააღმდეგობის
გასაწევად“ უნდა
მოემზადონ.„დღეს ვლადიმერ
პუტინმა 160 000 ჯარისკაცის
გაწვევის შესახებ
გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის
განმავლობაში სამხედრო
მობილიზაციის ყველაზე
მასშტაბური კამპანიაა.
მოდით, რეალობას თვალი
გავუსწოროთ და
საფრთხისთვის
წინააღმდეგობის გასაწევად
მოვემზადოთ“, - წერს
საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრი.რუსეთის
პრეზიდენტმა, ვლადიმირ
პუტინმა სამხედრო
სამსახურში საგაზაფხულო
გაწვევის შესახებ
ბრძანებას მოაწერა ხელი.