საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს

Civil Georgia 1 თვე წინ 20
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 12 მარტს რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებს და გმობს რუსეთის ჩარევას ევროკავშირისა და მისი მეზობლების დემოკრატიულ პროცესებში, „განსაკუთრებით მოლდოვის, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში“.

მანამდე, 2024 წლის 22 მაისს, ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც დაგმო საქართველოს ხელისუფლების არალიბერალური შემობრუნება, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპულ კურსს და ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის გაუქმებისკენ “კატეგორიულად” მოუწოდა.

საფრანგეთის რეზოლუციის პარალელურად, ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 12 მარტს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს, ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევებს და ცალსახად მოუწოდებს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ ნეიტრალური ზედამხედველობით, რაც, რეზოლუციის თანახმად, ერთადერთი გამოსავალია „მძიმე კონსტიტუციური კრიზისიდან“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია