საფრანგეთი იმედოვნებს,
რომ 26 ოქტომბრის არჩევნები
საქართველოს საშუალებას
მისცემს, განაგრძოს
ევროპული გზა, – ამის
შესახებ საფრანგეთის
პრეზიდენტი ემანუელ
მაკრონი საქართველოს
პრეზიდენტ სალომე
ზურაბიშვილთან შეხვედრის
შემდეგ სოციალურ ქსელში
წერს.როგორც მაკრონი
აღნიშნავს, საფრანგეთი
მიესალმება ქართველი
ხალხის ევროპულ და
დემოკრატიულ
მისწრაფებებს.„ძვირფასო
სალომე, მოხარული ვარ, რომ
გიმასპინძლეთ პარიზში.
საფრანგეთი მიესალმება
ქართველი ხალხის ევროპულ
და დემოკრატიულ
მისწრაფებებს. ის
იმედოვნებს, რომ 26
ოქტომბრის არჩევნები
საშუალებას მისცემს
საქართველოს, განაგრძოს
ევროპული გზა“, – წერს
მაკრონი.