მე ვიცი, რამდენად
მნიშვნელოვანია მომავალი
ადგილობრივი არჩევნები
თქვენი ხალხისთვის. მინდა
ვეწვიო საქართველოს, -
განაცხადა ყოფილმა
დიპლომატმა, ბრიტანელმა
ექსპერტმა იან პრაუდმა
გადაცემაში „არჩევანის
პირისპირ“.მან წინა
საპარლამენტო არჩევნების
დროს ქვეყნის შიდა
საქმეებში გარედან
ჩარევის მცდელობებზე
ისაუბრა.„რეალურად ვიცი,
რომ გასული წლის
ოქტომბერში ჩარევის
ძალიან დიდი მცდელობები
იყო. ასეთი ჩარევა
ნამდვილად არ არის
პოზიტიური რამ, მაგრამ
ეუთო/ოდირის მისიამ თავის
დასკვნაში აღნიშნა, რომ
არჩევნები იყო
კონკურენტული და
საქართველოს ხალხმა უნდა
გაიგოს, რომ დემოკრატიის
არსი არის შეცდომის
მიტევება. თუ შეცდომა
დაუშვი, შეგიძლია წინ იარო,
გააუმჯობესო შენი
საარჩევნო კამპანია.
არჩევნების ვალიდურობის
კითხვის ნიშნის ქვეშ
დაყენება ნამდვილად
ძირისგამომთხრელია“, -
განაცხადა პრაუდმა.