საფრანგეთმა და ეუთო-ს სხვა
37-მა სახელმწიფომ ვენის
მექანიზმი
გაააქტიურეს.ამის შესახებ
ინფორმაციას საქართველოში
საფრანგეთის საელჩო
ავრცელებს.„მოვუწოდებთ
საქართველოს, ჩაერთოს
კონსტრუქციულ დიალოგში
შეკრებისა და გამოხატვის
ფუნდამენტური
თავისუფლებების
შესანარჩუნებლად“, –
ნათქვამია საელჩოს
განცხადებაში.ცნობისთვის,
ვენის მექანიზმი
უზრუნველყოფს ინფორმაციის
გაცვლას ადამიანის
უფლებებსა და ძირითად
თავისუფლებებთან
დაკავშირებულ საკითხებზე.