საფრანგეთი 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვს 50%-ით შეამცირებს

News.ge 1 თვე წინ 58
საფრანგეთი 2030 წლისთვის მავნე გამონაბოლქვს 50%-ით შეამცირებს

საფრანგეთი 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიების მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს – 1990 წელთან შედარებით 50%-ით. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა აპირებს შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება დთეს არსებული 60%-დან 42%-მდე 2030 წლისთვის და 30%-მდე 2035 წლისთვის.
ამ პროცესში ბირთვული ენერგია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ქვეყანა გეგმავს ბირთვული ელექტროენერგიის წილის გაზრდას მთლიან მოხმარებაში 27%-დან 34%-მდე 2030 წლისთვის და 39%-მდე 2035 წლისთვის. იგეგმება ახალი ბირთვული რეაქტორების აშენება და არსებულის განახლება.
განვითარდება ენერგიის განახლებადი წყაროები, როგორიცაა მზის და ქარის ელექტროსადგურები. მზის ენერგიის გენერატორების დადგმული სიმძლავრე 2030 წლისთვის ექვსჯერ გაიზრდება, 2035 წლისთვის კი ქარის ენერგია გაორმაგდება.
ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ქვეყნებს სათბურის გაზების ემისიები 2040 წლისთვის 90%-ით შეამცირონ 1990 წელთან შედარებით. 2022 წელს ევროკავშირმა უკვე შეამცირა სათბურის გაზების ემისიები 33%-ით.

სრულად წაიკითხეთ სტატია