საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტთან არსებული
სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ანგარიშების
განმხილველი
მუდმივმოქმედი აუდიტის
ჯგუფის სხდომაზე
„მაღალმთიანი
დასახლებების
განვითარების
ეფექტიანობის აუდიტის
ანგარიში“
მოისმინეს.საერთო
დანიშნულების სახელმწიფო
მომსახურების სფეროს
აუდიტის დეპარტამენტის
უფროსის, გიორგი
კეკელიშვილის
განცხადებით, აუდიტის
ობიექტს წარმოადგენდა
რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო, ასევე
ფინანსთა
სამინისტრო.„შესწავლის
საგანი იყო მაღალმთიანი
დასახლებების
განვითარების და
მაღალმთიან რეგიონებში
მცხოვრებ პირთა
სოციალურ-ეკონომიკური
პრობლემების გადაჭრის
მიზნით შექმნილი
წინაპირობების
ეფექტიანობა“,- განაცხადა
მომხსენებელმა.საანგარიშო
პერიოდი მოიცავს 2019-2022 წლებს.
მომხსენებლის
ინფორმაციით,
ნაკლოვანებების
მიგნებების საფუძველზე
გაცემულია 9 რეკომენდაცია.
რეკომენდაციები ეხება
ინფორმაციის მომწოდებელ
ორგანიზაციებთან
კოორდინაციის
გაუმჯობესების გზით სწორი
მონაცემების მიღებას,
ელექტრონული ბაზების
სწორად ფორმირებას,
სათანადო კონტროლის
მექანიზმების
შემუშავებასა და
დანერგვას, მონიტორინგის
მექანიზმის
გაუმჯობესებას.როგორც
სხდომაზე აღინიშნა,
შესაბამისი უწყებები
რეკომენდაციების
შესრულებაზე
მუშაობენ.გიორგი
კეკელიშვილმა დეპუტატებს
ასევე წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტის დაფინანსებაზე
მყოფი ორგანიზაციების 2023
წლის კონსოლიდირებულ
(ნაერთ) ფინანსურ
ანგარიშგებაში
საგადასახადო
შემოსავლების ფინანსური
აუდიტის ანგარიში.მისი
განცხადებით, საანგარიშო
პერიოდი მოიცავს 2023 წელს,
რომლის განმავლობაშიც
საგადასახადო
შემოსავლებმა მთლიანი
შემოსავლების 91% - 19, 73
მილიარდი ლარი შეადგინა.
აუდიტის ობიექტებს
წარმოადგენდა: ფინანსთა
სამინისტროს საქვეუწყებო
დაწესებულება - სახაზინო
სამსახური და ფინანსთა
სამინისტროს სსიპ-
შემოსავლების სამსახური.
გაცემულია 2
რეკომენდაცია.როგორც
გიორგი კეკელაშვილმა
აღნიშნა, გამოიკვეთა
საგადასახადო
შემოსავლების დარიცხვის
მეთოდით აღრიცხვაზე
გადასვლის გეგმისა და
სააღრიცხვო პოლიტიკის
ნაკლოვანებები.„მიზანშეწონილია,
ფინანსთა სამინისტრომ
ჩამოაყალიბოს
საგადასახადო
შემოსავლების დარიცხვის
მეთოდით აღრიცხვაზე
გადასვლის გეგმა, სადაც
გაწერილი იქნება დეტალური
ღონისძიებები“, - განაცხადა
მომხსენებელმა
რეკომენდაციებზე
საუბრისას.დღესვე
დეპუტატებმა მოისმინეს
შიდასახელმწიფოებრივი
გზების აქტივების მართვის
პროექტის (SRAMP) 2023 წლის 1
იანვრიდან - 2024 წლის 30
ივნისის ჩათვლით
ეფექტიანობის აუდიტის
ანგარიში.ანგარიში
სხდომაზე ეკონომიკური
საქმიანობის სფეროს
აუდიტის დეპარტამენტის
უფროსმა თორნიკე
შერმადინმა წარადგინა.
მომხსენებლის
განცხადებით, აუდიტის
ობიექტს წარმოადგენდა
საქართველოს საავტომობილო
გზების
დეპარტამენტი.აუდიტის
ძირითადი მიმართულებები
იყო: პროექტის ფარგლებში
გაწეული ხარჯების
დადასტურება პროექტით
განსაზღვრული აქტივობების
მიმდინარეობის შემოწმება
და სესხის გამოყოფასთან
დაკავშირებული
ინდიკატორების
მიმდინარეობისა და
შესრულების შემოწმება.
როგორც მომხსენებელმა
აღნიშნა, უწყების მიმართ
რეკომენდაცია არ გაცემულა.