ჭავჭავაძის გამზირზე,
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების
დროს დაღუპულ მეხანძრეს,
გიორგი ლელაშვილს
გლოვობენ.„საუკეთესო
ადამიანი, მამა, მეგობარი,
ყველას იმედი, როგორ ვერ
გიმეტებ გიო, მიწისთვის...“;
„სამწუხაროა, ასეთ ვაჟკაცს
რომ დაკარგავს ქვეყანა...“;
„გიო, ჩვენი ძმა და საამაყო
კაცი იყავი... გაანათლოს
შენი ვაჟკაცი სული უფალმა,
შენ სულ ჩვენი „მეხანძრე“
იქნები, ძმაო“; - წერენ
სოციალურ
ქსელში.ცნობისთვის, გიორგი
ლელაშვილი 21 დეკემბერს,
თბილისში ი. ჭავჭავაძის
გამზირზე მდებარე
შენობაში გაჩენილი
ხანძრის სალიკვიდაციო
სამუშაოებს ასრულებდა, რა
დროსაც გადმოინგრა კედელი,
რასაც მეხანძრე-მაშველი
ემსხვერპლა.