საქართველოს რკინიგზის
სატვირთო გადაზიდვების
მაჩვენებელი რეკორდულად
იზრდება. 2025 წლის იანვარში
კომპანიამ, წინა წლის ამავე
პერიოდთან შედარებით, 14%-ით
მეტი - მილიონ 123 000 ტონა
ტვირთი გადაზიდა.30%-ით
გაიზარდა საქართველოს
რკინიგზის შემოსავალი
სატვირთო, ხოლო 37%-ით -
საკონტეინერო
გადაზიდვებიდან.
აღსანიშნავია, რომ
ნავთობპროდუქტების
გადაზიდვების
მაჩვენებლები გაიზარდა
21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო
მშრალი ტვირთის 70%-ით.როგორც
საქართველოს რკინიგზაში
აღნიშნავენ, კომპანიის
მიზანია, ზრდის ამგვარი
ტენდენციის წლის მთლიან
ჭრილში შენარჩუნება.