სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერის პირველმა მოადგილემ
დავით დურგლიშვილმა და
ინფრასტრუქტურის
სამსახურის უფროსმა
გიორგი ბაღანაშვილმა
სოფელ ჯუგაანში
ცენტრალური გზის
სარეაბილიტაციო სამუშაო
დაათვალიერეს.930 მეტრი
სიგრძის გზის მონაკვეთზე
იგება ასფალტის საფარი.
პროექტის ფარგლებში გზა
ორფენიანი ასფალტ-ბეტონის
საფარით მოპირკეთდება,
ასევე მოწესრიგდება
მიმდებარე ჩიხებისა და
ეზოების
შესასვლელები.პროექტი
რეგიონული განვითარების
ფონდის და ადგილობრივი
ბიუჯეტის დაფინანსებით
ხორციელდება და მისი
ჯამური ღირებულება 850 000
ლარია.