სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან - სარჯველაძე

Primetime.ge 2 დღის წინ 11
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან - სარჯველაძე
ექიმების, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის ღვაწლი, უაღრესად დიდია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ექიმების, განსაკუთრებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების პატივისცემა. მათ მიმართ უმიზეზოდ, აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი 30 დეკემბერს, ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს.მიხეილ სარჯველაძემ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ტრაგედიაა.„სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის. ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან. მე მესმის ემოციების, ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ ალბათ, არ იქნება მართებული, რომ ასეთი დამოკიდებულებები იქნეს საზოგადოდ, ან წახალისებული, ან მოწონებული. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრს როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ჩვენი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალი ადგილზე მივიდა და ყველას, ვისაც ესაჭიროებოდა, დაუყოვნებლივ გაუწია დახმარება“, – განაცხადა მინისტრმა.მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. შსს-ს ცნობითვე, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე.
სრულად წაიკითხეთ სტატია