ერთი ხელით ხდება
საქართველოს სასამართლო
სისტემის მაღალი შეფასება,
მეორე ხელით კი,
ევროჩინოვნიკები
საქართველოსა და ქართველ
ხალხს ვიზალიბერალიზაციის
შეჩერებით აშანტაჟებენ, -
განაცხადა საპროცედურო
საკითხთა და წესების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე დავით
მათიკაშვილმა.„როდესაც
ევროკომისია, ევროპის
ანტიკორუფციული კვლევითი
ცენტრის მონაცემებზე
დაყრდნობით აქვეყნებს
შესაბამის დასკვნას, სადაც
10-ბალიანი სისტემიდან,
სასამართლოს
დამოუკიდებლობის კუთხით 6.63,
დაახლოებით 7 ქულამდე იღებს
საქართველო და უსწრებს
ძალიან ბევრ ევროკავშირის
წევრ ქვეყნებს, კანდიდატ
ქვეყნებზე აღარ არის
საუბარი. საქართველო, ამ
დამოუკიდებლობის ხარისხის
მიხედვით, ოცეულშია
ევროპაში.როდესაც ერთი
ხელით ხდება საქართველოს
სასამართლო სისტემის და
ზოგადად, სახელმწიფო
უწყებების ესოდენ მაღალი
შეფასება,
მიუკერძოებლობის და
გამჭვირვალეობის
თვალსაზრისით და მეორე
ხელით, ევროკომისია და
ევროპული, ცალკეული
სტრუქტურები,
ევროჩინოვნიკები
საქართველოს და ქართველ
ხალხს ემუქრებიან და
აშანტაჟებენ
ვიზალიბერალიზაციის
შეჩერებით, იმ ფონზე, რომ
გადაწყვეტილება მიიღოს
ქართველმა ხალხმა
საკუთარი ნების
საწინააღმდეგოდ და
აგენტურა დააბრუნოს
ხელისუფლებაში.აქედანვე
ხომ ძალიან კარგად ჩანს,
რომ სამწუხაროდ, დღეს,
ევროჩინოსნებს აკლიათ
სუვერენიტეტი და ისინი
ევროკავშირის
ინტერესებიდან არ
გამომდინარეობენ“, -
აღნიშნა დავით
მათიკაშვილმა.საქართველო
სასამართლოს
დამოუკიდებლობით ევროპის
საუკეთესო ოცეულშია.