სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადებმა,
საპროტესტო აქციიდან
სხვადასხვა სამედიცინო
დაწესებულებაში 33 პირი
გადაიყვანეს, საიდანაც 13
აქციის მონაწილე იყო, 4
მედიასაშუალების
წარმომადგენელი, ხოლო16
შსს-ს თანამშრომელი.როგორც
„ინტერპრესნიუსს“
ჯანდაცვის სამინისტროში
განუცხადეს,
დაშავებულების სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება, მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია და ნაწილმა
უკვე დატოვა სამედიცინო
დაწესებულება.„რამდენიმე
დაშავებული კლინიკაში
რჩება მედიკოსების
რეკომენდაციის
შესაბამისად“,- აღნიშნავენ
ჯანდაცვის
სამინისტროში.ცნობისთვის,
აღნიშნული სტატისტიკა არ
მოიცავს იმ პირებს, ვინც
თვითდინებით მიმართა
სამედიცინო
დაწესებულებას.