სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს - არჩილ გორდულაძე

Primetime.ge 5 საათი წინ 2
სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს - არჩილ გორდულაძე
სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ცვლილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.პარლამენტში ინიცირებული თავდაპირველი კანონპროექტით, ეს უფლებამოსილება მოსამართლეს ჰქონდა, თუმცა ცვლილებების საპარლამენტო განხილვებისას პროექტის კორექტირება მოხდა და ეს უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა.როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განუცხადა, ცვლილებების მიღების მიზეზია ის, რომ კონკრეტულ ჯგუფებს სასამართლო სხდომებზე შოეუბის მოწყობა უნდათ.„პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა. ყველა ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს. მთავარი, რისთვისაც სასამართლო არსებობს, ისაა, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ადამიანებს თავისუფლად ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებები დაიცვან, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს და მშვიდ გარემოში იმუშაოს. ამის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ცვლილებები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლო მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს, თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები, ხოლო თუ მედიას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ მხარეებთან ინტერვიუ ჩაწეროს, ეს ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. სხდომათა დარბაზი არ და ვერ შეიძლება იყოს შოუს დადგმის ადგილი“, – განაცხადა გორდულაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია