პარლამენტმა „საექიმო
საქმიანობის შესახებ“
კანონში ცვლილება მესამე
მოსმენით, დაჩქარებული
წესით განიხილა და 85 ხმით
მიიღო.კანონპროექტის
თანახმად, პროფესიული
განვითარების საბჭოს
გადაწყვეტილებით,
დეფიციტურ საექიმო
სპეციალობებში უმცროს
ექიმს შეიძლება მიეცეს
უფლება, 2026 წლის პირველ
ოქტომბრამდე ჩააბაროს
სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდა
და მიიღოს დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის
უფლება, თუ იგი
კანონპროექტით
გათვალისწინებულ პერიოდში
მუშაობდა დამოუკიდებელი
საექიმო საქმიანობის
სუბიექტის
ზედამხედველობით, ასევე თუ
ამავე პერიოდში მის მიერ
შესრულებული სამუშაო
შეესაბამება ამ საექიმო
სპეციალობის რეზიდენტურის
პროგრამით
გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.ცვლილებით,
სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდაზე
გასვლის უფლების
მისაღებად, შესაბამის
დეფიციტურ საექიმო
სპეციალობაში უმცროსი
ექიმის მუშაობის
ხანგრძლივობა არ უნდა იყოს
ამ სპეციალობაში
რეზიდენტის კურსის
ხანგრძლივობაზე ნაკლები.