სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საზღვარგარეთ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნაზე ცესკოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ

Civil Georgia 2 თვის წინ 77
სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელები საზღვარგარეთ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნაზე ცესკოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბერს დაუშვებლად ცნო სამივე სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნას ითვალისწინებდა, მიუხედავად ემიგრანტების მოთხოვნისა, რომ გარკვეულ ქალაქებში მეტი უბანი გახსნილიყო.

სასამართლომ ყველა სარჩელი დამოუკიდებლად განიხილა. ინიციატორები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სასამართლოში თამარ კორძაია წარმოადგენდა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, და ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე. სამივე საჩივარი სასამართლოს სთხოვდა გაეუქმებინა ცესკოს დადგენილება იმის შესახებ, რომ არჩევნებისთვის დამატებითი უბნები არ გაიხსნებოდა და სანაცვლოდ შეიცავდა მოთხოვნას მეტი უბნის გახსნის თაობაზე, კერძოდ ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში.

„მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა საყოველთაობა და თანასწორობა“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების იურისტმა რატი თინიკაშვილმა და დასძინა, რომ ორგანიზაციამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა ანა კობახიძემ განაცხადა, რომ ცესკოს განკარგულება და სასამართლოს გადაწყვეტილება, ემიგრანტების 90%-ს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უკარგავს. „სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებით აღარ დაგვრჩა სამართლებრივი გზა ამ პრობლემის მოგვარების, ამიტომ ვითხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას“, – განაცხადა მან. „გვინდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, იქ სადაც უბნები გაიხსნება, არის თუ არა შენობები შესაბამისად მოწყობილი, რათა იმ ამომრჩეველს, რომლებსაც კილომეტრების გავლა მოუწევთ, რადგან სამინისტროს დამსახურებით საარჩევნო უბანი ახლოს არ მდებარეობს, მისცემს თუ არა ხმას რიგების და სხვა დისკომფორტების გარეშე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სასამართლოში, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ „ყველა შტო ჩართულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებაში“. მისი თქმით, მოსამართლე სალომე სამხარაძე, რომელმაც ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვა, პირდაპირ კავშირშია „სასამართლო კლანის“ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელთან, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ მოსამართლე ლევან მურუსიძესთან და რომ მხოლოდ ამ მიზეზით დაინიშნა უვადო მოსამართლედ.  

„გუშინ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარეს ფიზიკურად არ მიშვებდნენ დარბაზში, სანამ ძალით არ შევედი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების ყველა შტო წარმოუდგენელ საქმეებს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი არჩევანი ვერ გააკეთონ, ვერ დაიცვან, მაგრამ ეს არის ძალიან დროებით. 26 ოქტომბერს ისინი აუცილებლად ძალიან მძიმედ დაასრულებენ,“ – განაცხადა კორძაიამ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია