საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
სხდომაზე „საქართველოს
პარლამენტთან არსებული
ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოს დებულების
დამტკიცების შესახებ“
პარლამენტის დადგენილების
ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე
დადგენილების პროექტი
განიხილეს.კომიტეტის
თავმჯდომარე დავით
მათიკაშვილის
განმარტებით, საქართველოს
სახელმწიფო სიმბოლოებსა
და სახელმწიფო
მნიშვნელობის
სიმბოლოებთან
დაკავშირებული საკითხების
რეგულირებას უზრუნველყოფს
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი −
სახელმწიფო სიმბოლიკისა
და ჰერალდიკის
დეპარტამენტი, რომელიც 2025
წლის 10 მარტიდან მთავრობის
შემადგენლობაში შემავალი
სტრუქტურაა.შესაბამისად,
დადგენილების მიღების
შედეგად, ძალადაკარგულად
გამოცხადდება საქართველოს
პარლამენტის 2020 წლის 29
სექტემბრის დადგენილება
„საქართველოს
პარლამენტთან არსებული
ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოს დებულების
დამტკიცების
შესახებ“.აქედან
გამომდინარე, დებულებას
დეპარტამენტის
თავმჯდომარის წარდგინებით
დაამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.დეპუტატებმა
მხარი დაუჭირეს
პარლამენტის დადგენილების
პროექტს.ინფორმაციას
პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.