საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტმა
საპარლამენტო
დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების ახლებურად
განსაზღვრის თაობაზე
იმსჯელა.კომიტეტის
თავმჯდომარის დავით
მათიკაშვილის
განცხადებით,
საპარლამენტო პოლიტიკურ
ჯგუფს „ევროპელი
სოციალისტები“ სურს, რომ
ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეაში მუშაობის
საშუალება ჰქონდეს.
აღნიშნული კვოტით არ
სარგებლობენ უფრაქციო
პარლამენტის წევრები
(„გახარია
საქართველოსთვის“
პარტიიდან), ამავე დროს,
ფრანკოფონიის
საპარლამენტო
დელეგაციიდან პარლამენტის
უფრაქციო წევრის ადგილი
ნატო-ს საპარლამენტო
ასამბლეის დელეგაციაში
გადანაწილდა, რითაც
საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფი „ევროპელი
სოციალისტები“
ისარგებლებს.შესაბამისად,
აღნიშნულ დელეგაციებში
კვოტები ამ ცვლილების
გათვალისწინებით
ჩამოყალიბდა, რასაც
კომიტეტმა მხარი დაუჭირა.