საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობის თაობაზე იმსჯელა

Primetime.ge 2 კვირის წინ 35
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობის თაობაზე იმსჯელა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა.კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან ვადაზე ადრე ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ.„როგორც მოგეხსენებათ, გრიგოლ ლილუაშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის ვადა ოქტომბრამდე აქვს და კანონმდებლობის თანახმად, ის შემდგომ ვეღარ გააგრძელებდა ამ კუთხით მუშაობას. ამავდროულად, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რეგიონული მიმართულებით იქმნება სამინისტრო, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების და სახელმწიფო პოლიტიკის კვლავ აქტიურად განხორციელების თვალსაზრისით და გრიგოლ ლილუაშვილი მოიაზრება მინისტრის პოსტზე. ამავდროულად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ანრი ოხანაშვილი მოიაზრება. აქვე ვიტყვი, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე პაატა სალიას კანდიდატურა განიხილება. მინდა სამივე მაღალი დონის პროფესიონალს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 183-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2025 წლის 1 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და 183-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება.საკითხი პარლამენტის ბიუროს და შემდეგ პლენარულ სხდომას გადაეცემა.
სრულად წაიკითხეთ სტატია