რუსთაველზე მიმდინარე
საპროტესტო აქციის
მონაწილეები, პარლამენტის
წინ აღმართულ რკინის
ბარიკადებზე აბრახუნებენ
და ამით ხმაურის
გამოწვევას ცდილობენ.
გარდა ამისა, პროტესტის
გამოსახატავად,
დემონსტრანტები იყენებენ
ლაზერებს და
საყვირებსაც.პროტესტის
წინა დღეებისგან
განსხვავებით, ცალკეული
შემთხვევების გარდა,
პიროტექნიკა არ
გამოუყენებიათ.რუსთაველის
გამზირი, დაახლოებით, 19:30
საათზე გადაიკეტა.
დემონსტრანტების
უმრავლესობა სწორედ
რუსთაველის გამზირზეა
თავმოყრილი, ხოლო 9
აპრილისა და ჩიტაძის
ქუჩებზე,
სამართალდამცველები
დგანან. ჯერჯერობით,
აქციაზე არ გამოჩენილა
განსაკუთრებულ საქმეთა
დეპარტამენტის სპეცრაზმი.
აქცია მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს.