საპროკურორო საბჭომ,
საპროკურორო საბჭოს ახალ
თავმჯდომარედ ფარული
კენჭისყრით პროკურორი
ლონდა ბიჭიკაშვილი
აირჩია.საპროკურორო
საბჭოს ინფორმაციით, ლონდა
ბიჭიკაშვილს საბჭოს
სხდომის წევრებმა ერთხმად
დაუჭირეს მხარი და მან
საბჭოს თავმჯდომარის
პოსტი ორი წლის ვადით
დაიკავა. საპროკურორო
საბჭოს თავმჯდომარის
პოზიციას ამ დრომდე შოთა
ტყეშელაშვილი
იკავებდა.ლონდა
ბიჭიკაშვილმა საპროკურორო
საბჭოს წევრებს ნდობის
გამოცხადებისთვის მადლობა
გადაუხადა და საპროკურორო
საბჭოს საქმიანობის
მნიშვნელობას გაუსვა
ხაზი.„ჩემთვის
საპროკურორო საბჭოს
თავმჯდომარეობა არის
პატივი, თუმცა უდიდეს
პასუხისმგებლობას ვგრძნობ
და განვიცდი. ეს არის
პასუხისმგებლობა როგორც
თითოეული თქვენგანის
წინაშე, ასევე ჩემი
კოლეგების, პროკურორების
და გამომძიებლების წინაშე.
მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ
ერთობლივი ძალისხმევით
შევეცდებით და მივაღწევთ
იმას, რომ შევიმუშაოთ
არაერთი ძალიან
მნიშვნელოვანი, ღირებული
რეკომენდაცია, წამოვჭრათ
ბევრი ინიციატივა და
ღირსეულად შევასრულოთ
კონსტიტუციით
გათვალისწინებული
საპროკურორო საბჭოს
უფლებამოსილებები“, –
აღნიშნა ლონდა
ბიჭიკაშვილმა.ლონდა
ბიჭიკაშვილი
პროკურატურაში მუშაობს 2006
წლიდან, სტაჟირების
პროგრამის გავლის შემდეგ
დაინიშნა
გლდანი-ნაძალადევის
რაიონული პროკურატურის
პროკურორის
თანამდებობაზე, 2009 წლიდან
კი მუშაობა განაგრძო
გენერალური პროკურატურის
საპროკურორო საქმიანობაზე
ზედამხედველობის და
სტრატეგიული განვითარების
დეპარტამენტში
პროკურორის, შემდეგ ამავე
დეპარტამენტში
სამმართველოს უფროსის, 2020
წლიდან კი დეპარტამენტის
უფროსის მოადგილის
პოზიციაზე. საქართველოს
კონსტიტუციის და
„პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული
კანონის შესაბამისად,
საპროკურორო საბჭოს
ხელმძღვანელობს და მის
სხდომებს წარმართავს
საპროკურორო საბჭოს
თავმჯდომარე, რომელსაც ორი
წლის ვადით, საბჭოს
წევრთაგან ფარული
კენჭისყრით ირჩევს
საპროკურორო საბჭო,
სხდომაზე დამსწრე წევრთა
ხმათა უმრავლესობით.