საპატრიარქოს უწყებანი
სამწუხარო ინფორმაციას
ავრცელებს:„ამა წლის 22
ნოემბერს გარდაიცვალა
თბილისის ღირსი ექვთიმე
გაენათელის (შარვაშიძე)
სახელობის მამათა
მონასტრის წინამძღვარი,
მღვდელ-მონაზონი იაკობი
(შარვაშიძე).მღვდელ-მონაზონი
იაკობი დაიკრძალება
სამშაბათს, 26 ნოემბერს, 14:00
საათზე ამავე მონასტრის
ეზოში.მწუხარებას
გამოვთქვამთ
მღვდელ-მონაზონ იაკობის
გარდაცვალების გამო და
თანავუგრძნობთ მონასტრის
საძმოს, განსვენებულის
ოჯახსა და სამწყსოს.უფალმა
მართალთა თანა
დაამკვიდროს მისი უკვდავი
სული. გთხოვთ, ლოცვებში
მოიხსენიოთ ახლად
შესვენებული
მღვდელ-მონაზონი იაკობი“, -
ნათქვამია გავრცელებულ
ინფორმაციაში.