გამოვთქვამთ გულისტკივილს
იმ მკრეხელობის გამო, რაც
ჩვენი გამორჩეული
სიწმინდის, იუნესკოს
მსოფლიო კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის, -
მცხეთის ჯვრის
მონასტერთან მიმართებაში
ახლახან დაფიქსირდა, - ამის
შესახებ საქართველოს
საპატრიარქო განცხადებას
ავრცელებს.„ეს არის უცხო
ქვეყნის მოქალაქეების (თუ
მოქალაქის)
შეურაცხმყოფელი ქმედება
არა მარტო ეკლესიის, არამედ
მთელი ქვეყნის
მიმართ.ვრცელდება
ინფორმაცია, თითქოს ეს
ადამიანი (თუ ადამიანები)
ჯერ კიდევ არიან
საქართველოში და იყო
მოწოდებაც მათ მიმართ
პირადი ანგარიშსწორების
შესახებ, რაც
დაუშვებელია.შევნიშნავთ,
რომ ფაქტების უტყუარობის
დადგენის მიზნით და
სათანადო რეაგირებისთვის
წერილობით მივმართეთ
შსს-ს“ - ნათქვამია
განცხადებაში.ცნობისთვის,
მცხეთის ჯვრის მონასტერში
ვანდალიზმის ფაქტი
დაფიქსირდა. უცხო ქვეყნის
მოქალაქემ ეკლესიის
შეურაცხყოფის კადრები
სოციალურ ქსელში თავად
გაავრცელა.