26 ოქტომბრის
არჩევნებისთვის
ბიულეტენების ბეჭდვის
პროცესი მიმდინარეობს.
ბიულეტენები იბეჭდება
პარლამენტის, საკრებულოს
შუალედური და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
არჩევნებისთვის.თბილისის 3
სტამბაში მიმდინარე
ბეჭდვის პროცესს ცესკოს
წევრებთან ერთად
საერთაშორისო და
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციების
წარმომადგენლები
აკვირდებიან. საერთო ჯამში
იბეჭდება 3 325 100 ბიულეტენი,
აქედან 2,838,600 ბიულეტენი
ტექნოლოგიური
უბნებისთვის, ხოლო
ტრადიციული უბნებისთვის
486,500.ეთნიკური
უმცირესობებით
დასახლებული
რეგიონებისთვის
ბიულეტენები იბეჭდება
ქართულ-სომხურ და
ქართულ-აზერბაიჯანულ
ენებზე. ბეჭდვის
დასრულების შემდეგ
ბიულეტენები კანონით
განსაზღვრულ ვადაში
საოლქო საარჩევნო
კომისიებს, მოგვიანებით კი
საუბნო საარჩევნო
კომისიებს გადაეცემათ.