„პიკური სურათია დაწყებული...შემდგომი გააქტიურების ზონა ივლისის ბოლოა“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე

Primetime.ge 10 საათი წინ 3
„პიკური სურათია დაწყებული...შემდგომი გააქტიურების ზონა ივლისის ბოლოა“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს. მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრობს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ასტროლოგიური კუთხით აფასებს:„ძალიან ბევრმა მთხოვა მიმდინარე ამბების კოსმიური პროგნოზი და ვეცდები ამ სტატიაში სრულად გადმოვცე სათქმელი:ვინც აქტიურად ეცნობით ჩემს საეთერო და წერილობით პოსტებს, თქვენ გეცოდინებათ, რომ წლების წინაც ვამბობდი 2025 წელი იქნებოდა ერთ-ერთი გადამწყვეტი თუ საით წავიდოდა საბოლოოდ კაცობრიობის სავალი ბილიკი. სამწუხაროა, მაგრამ რაც დრო გადის ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული და სატკივარი კი არ აერთიანებთ, არამედ, სრულმასშტაბიან ომებზეა ფიქრები.გაზაფხულზე ცის კაბადონზე ვიხილეთ სერიოზული პლანეტარული ინგრესიები, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პლანეტა სატურნის, რომელიც კოსმიური მისიების მქონე ნატურაა და რიგ მომენტებში, მძიმე - სადამსჯელო ფუნქციებსაც ასრულებს, აგრეთვე ნეპტუნის გადაბრძანება ცეცხლოვან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში.სწორედ ახლა, გვაქვს ამ ორი გიგანტის შეერთება, რასაც ემატება ომისა და გაუგებრობების პლანეტა მარსის მძიმე კვადრატურა ურანზე, საბოლოოდ კი ვიღებთ ცეცხლის ალში გახვეულ ქალაქებს, მოსალოდნელიც იყო მსგავსი სცენარი.უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზაფხული, სხვა წინა ზაფხულებისგან განსხვავებით სულ სხვანაირი იქნება. პიკი მაინც აგვისტოში დაფიქსირდება, როდესაც ნეპტუნ - სატურნის შეერთებაზე რთული მარსიანული ოპოზიცია დაჯდება, თუმცა ამასაც გადავიტანთ, მთავარია ჭკუით და გონივრულად შევხვდეთ მოვლენებს.ვერძის ნიშნის ამგვარი დატვირთვა, რაღა თქმა უნდა, ააქტიურებს სამხედრო ესკალაციის შანსებს. აქ, როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვაა საჭირო, რომ განიმუხტოს დაძაბულობა. თქვენ, ალბათ ნახეთ დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ,,აბას არაღჩიმ“ გააკეთა განცხადება რომ ირანი მზადაა ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, დანარჩენი მოპირდაპირე მხარეზეა დამოკიდებული.საშიშია ბირთვული ელექტროსადგურების დაბომბვა, რადგანაც ურანის გაჟონვის საფრთხე საკმაოდ მაღალია, ამიტომ ეს არამც თუ რომელიმე მხარისთვის, არამედ, ზოგადად ყველა ქვეყნისთვის რისკ ზონაა, შესაბამისად ან ომი უნდა გაგრძელდეს სამხედრო ინფრასტრუქტურის ხაზით ან დაექვემდებაროს საუბარს, მესამე გზა არ არსებობს.ზოგადად, დედამიწაზე, რაც ახლოვდება ე.წ. მე-5 განზომილების სიხშირული ენერგეტიკა, ბევრი ამას ასე მარტივად ვერ გაუძლებს. მერწყულის ნიშანს სულ სხვა დინამიკა და ცნობიერება შემოაქვს. ამიტომაცაა, ამდენი ნერვული გადაღლა, სტრესი, ორგანული დაავადებები და ა.შ.ის ადამიანები, რომლებიც არ დგანან მიტევების, პატიების, სიყვარულის, სულიერი პრაქტკიებს, ლოცვის და ღმერთთან მყოფობის გზაზე, რაც წლები გავა რეალობის აღქმა მათში კიდევ უფრო დაიწევს და დაბინძურდება.მე-5 განზომილება გაიგივებულია სხვადასხვა წმინდა წერილების კრებულთანაც, როგორებიცაა ქრისტიანულ კულტურაში ,,ბოლო ჟამი“, აღმოსავლურში ,,კალი იუგის“ ოინები, მუსულმანური ,,დაჯალის“ პერიოდი და სხვა ...2019 წელს მოხდა დედამიწაზე უდიდესი ენერგეტიკული გარღვევა. 2026 წლის გაზაფხულიდან ენერგეტიკული ტალღები არნახულად მოიმატებს, რაც ზოგიერთების მიერ ნაქებ შუმანის შკალაზეც გამოჩნდება. მატება ძალიან კარგია - სპირიტუალური მზაობაა მთავარი. რა ცხოვრებაც იყო - ის აღარ დაბრუნდება, ადამიანებს უკეთესის შანსი აქვთ და აქამდე მისვლის გზებია საპოვნელი, რაც ომით არ გამოვა, მით უმეტეს, რელიგიური ომით და იმ ომით, როცა ორივე მხარეს საკუთარი რწმენითი იდეოლოგიური ხაზი აქვს დასამუშავებლი.კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა მსურს ამ მე-5 განზომილების და განსაკუთრებით 2026 წლის ტენდენციებზე, თუმცა ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ.ნუ შეგეშინდებათ, ახლა პიკური სურათია დაწყებული, რაც გამიხარდება თუ დაექვემდებარა მშვიდობას და ერთგვარ შეთანხმებას, დროებით მაინც, ხოლო შემდგომი გააქტიურების ზონა ივლისის ბოლო - აგვისტოს პერიოდებში გვექნება, როცა პლანეტა მერკურიც უკუსვლით დაიწყებს მოძრაობას ამ შეერთების და მარსზე ოპოზიციური გავლენის ფონზე.საქართველოზე, ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ისევ შიდა არეულობის წინაშეა ქვეყანა, რაც დიდი ხანია გრძელდება უკვე, მაგრამ კითხვები იყო ეს კონფლიქტი რამდენად შეეხება ქართულ მხარესო. პასუხი მარტივია: ამხელა ომის წინაშე, როდესაც დგას დედამიწა, ბუნებრივია, ეს ყველას შეეხება, თუმცა ჩვენთვის გამანადგურებელი ნამდვილად არ და ვერ იქნება.მშვიდობიანი დღე მეგობრებო! ბედნიერ კვირას გისურვებთ!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია