2024 წლის 26 ოქტომბრის
საპარლამენტო
არჩევნებისთვის
ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა 3 508 294-ს
შეადგენს.ცენტრალური
საარჩევნო კომისიის
ცნობით, ელექტრონული
ტექნოლოგიების
გამოყენებით არჩევნებში 3 113
747 ამომრჩეველი მიიღებს
მონაწილეობას.მთელი
ქვეყნის მასშტაბით,
საქართველოში გახსნილია 3 044
უბანი, მათ შორის 13
გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილი უბანი, საიდანაც 12
პენიტენციურ
დაწესებულებებში, ერთი კი
ფსიქიკური ჯანმრთელობის
ცენტრშია განთავსებული.73
საარჩევნო ოლქიდან,
ყველაზე მეტი ამომრჩეველი,
დედაქალაქში – სამგორის
საარჩევნო ოლქშია
რეგისტრირებული – 150 203,
რეგიონებში კი – აჭარაში,
ბათუმში, 154 357 ამომრჩეველი.
ყველაზე მცირე
ამომრჩევლიანი ოლქი –
ლენტეხია – 5 795 ამომრჩევლით,
დედაქალაქში კი მთაწმინდა
– 5 3540
ამომრჩევლით.გადასატანი
ყუთის მოთხოვნით
საარჩევნო ადმინისტრაციას
64 238 ამომრჩეველმა
მიმართა.ცესკო-ს ცნობით,
წელს პირველად მისცემს
ხმას 135 922 ახალგაზრდა,
რომელიც საარჩევნო ხმის
უფლების მქონე
გახდა.ამასთან,
საქართველოს გარდა,
საზღვარგარეთ საარჩევნო
უბნებზე ამომრჩეველთა
რაოდენობა 95 910-ს შეადგენს. 42
სხვადასხვა სახელმწიფოს 53
ქალაქში შექმნილია 67
საარჩევნო უბანი.26
ოქტომბრის არჩევნებისთვის
რეგისტრირებულია სულ 18
საარჩევნო სუბიექტი.