კანონმდებლობის თანახმად,
26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნების შედეგების
საფუძველზე, ახალარჩეული
პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის
მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან
სახელმწიფო დაფინანსების
მიღების უფლება მოიპოვა
შემდეგმა შვიდმა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ
- „ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველო“, „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“,
„კოალიცია ცვლილებისთვის
გვარამია მელია გირჩი
დროა“, „გახარია
საქართველოსთვის“, „ლელო
საქართველოსთვის“,
„საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“, „ახალი
პოლიტიკური ცენტრი -
გირჩი“.დაფინანსების
მიღებაზე უარი განაცხადა
პარტიამ „კოალიცია
ცვლილებისთვის გვარამია
მელია გირჩი
დროა“.საპარლამენტო
არჩევნების შედეგების
საფუძველზე მიღებულ
დაფინანსებაზე უარის
თქმის ვადა პოლიტიკურ
გაერთიანებებს 26 დეკემბერს
18:00 საათზე ამოეწურათ.