სანქციების საკითხზე დიდი ბრიტანეთი აშშ-თან კოორდინირებულად მუშაობს - თეონა აქუბარდია

Primetime.ge 3 თვის წინ 38
სანქციების საკითხზე დიდი ბრიტანეთი აშშ-თან კოორდინირებულად მუშაობს - თეონა აქუბარდია
პოლიტიკური შეფასებების თემად რჩება ბრიტანეთის თემთა პალატაში შესული წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას გულისხმობს."ქართული ოცნება" ინიციატივის პასუხად აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში წარმოჩინდება, რომ "დიფ სთეითმა" დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა."ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში წერია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს.ბრიტანეთის თემთა პალატაში 15 დეპუტატის წერილი შევიდა - ოპოზიცია მიესალმება ინიციატივას და სანქციებით ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას ელის.პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, სანქციების საკითხზე დიდი ბრიტანეთი აშშ-თან კოორდინირებულად მუშაობს."დიდი ბრიტანეთი აშშ-თან კოორდინირებულად მუშაობს. სანქციებში, რომელსაც 14 ინიციატორი ჰყავს, გარკვევით წერია 3 მიზეზი, რის გამოც უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი. დიდი ბრიტანეთი წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ეს აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები შევა ძალაში, რაც დამხმარე შესაძლებლობაა ქართველი ხალხის დემოკრატიის დასაცავად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია