სანქციების დაწესებით ცდილობენ, პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან, საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რა აბსურდთან გვაქვს საქმე, სინამდვილეში, არაფერი გამოვა, ეს კინო ნანახი გვაქვს - ლევან მახაშვილი

Primetime.ge 3 საათი წინ 8
სანქციების დაწესებით ცდილობენ, პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან, საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რა აბსურდთან გვაქვს საქმე, სინამდვილეში, არაფერი გამოვა, ეს კინო ნანახი გვაქვს - ლევან მახაშვილი
სანქციების დაწესებით ცდილობენ, პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან და საქართველოს მოსახლეობის აზრების მანიპულირება მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.მახაშვილს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.„საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რა აბსურდთან გვაქვს საქმე. სრული აბსურდია, როცა ადამიანებს იმ მიზეზებით ასანქცირებენ, რაც მითითებულია. განსაკუთრებით ლაშა ტალახაძის შემთხვევაში განცდა გვრჩება, რომ პირად შურისძიებასთან, რაღაც ტიპის ვენდეტასთან გვაქვს საქმე. ცდილობენ, ისეთ ადამიანებს დაარტყან, რომლებიც საზოგადოებაში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ. არ ვიცი, თუ შეიძლება, სანქციების ისტორიაში მსგავსი მაგალითის მოძიება. ეს აჩვენებს, რომ მხოლოდ საბაბია, რათა საქართველოში შექმნან ის პოლიტიკური დღის წესრიგი და ხმაური, რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე. ცდილობენ, ხმაური შექმნან, თითქოს რაღაც ხდება. რეალურად, რამდენიმე სახელმწიფო და მათი ხელმძღვანელები ცდილობენ, ევროკავშირის ინსტიტუტებს ამოეფარონ. ცდილობენ, საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან და ამით საქართველოს მოსახლეობის აზრების მანიპულირება მოახდინონ. სინამდვილეში, არაფერი გამოვა. ეს ერთი კინოს გაგრძელებაა და ეს კინო ნანახი გვაქვს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია