თუ სწორად გავიგე, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისუფლად ახსენა სიტყვა "ბირთვული", თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნებიც მისცემენ ირანს ბირთვულ ქობინებს? ეს მართლა თქვა, თუ ჩემი ფანტაზიაა? - ტრამპი

Primetime.ge 4 საათი წინ 1
თუ სწორად გავიგე, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისუფლად ახსენა სიტყვა "ბირთვული", თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნებიც მისცემენ ირანს ბირთვულ ქობინებს? ეს მართლა თქვა, თუ ჩემი ფანტაზიაა? - ტრამპი
ტრამპი სოციალურ ქსელში მედვედევის განცხადებას ეხმაურება - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ირანში ბირთვულ ობიექტებზე ამერიკული დარტყმების შემდეგ დაწერა, რომ "ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, ირანს მიაწოდოს საკუთარი ბირთვული ქობინები".ამას ტრამპის რეაგირება მოჰყვა; "სწორად თუ გავიგე, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისუფლად ახსენა სიტყვა "ბირთვული", თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნებიც მისცემენ ირანს ბირთვულ ქობინებს? ეს მართლა თქვა, თუ ჩემი ფანტაზიაა? თუ ეს დადასტურდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მაცნობოთ. სიტყვა "ბირთვული" ასე თავისუფლად არ უნდა გამოიყენო", - დაწერა ტრამპმა.მას მალევე უპასუხა მედვედევმა და დაწერა, რომ რუსეთი არ აპირებს ირანს ბირთვული იარაღი მისცეს. ის განმარტავს, რომ საკუთარ განცხადებაში სხვა ქვეყნებს გულისხმობდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია