არავინ იცის ვინ არის
კიმბერლი ლოუ - ეს ქალი
საერთოდ არ „იგუგლება“,
მისი რაიმე კავშირი
ტრამპთან საერთოდ არ
დგინდება, - ამის შესახებ
„კოალიცია ცვლილებისთვის“
ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ
გირჩი ჯაფარიძემ
ბრიფინგზე განაცხადა.მისი
თქმით, შანსი იმისა, რომ
კიმბერლი ლოუ გახდეს
ამერიკის შეერთებული
შტატების ახლად არჩეული
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის სპეციალური
წარმომადგენელი
ევროკავშირში, არის
ნული.„გუშინ მთელი დღის
განმავლობაში სამთავრობო
მედია ატრიალებდა ვიღაც
კიმბერლი ლოუს ინტერვიუს,
სადაც ის ქალი ლაპარაკობს,
რომ ის ხდება ტრამპის
სპეციალური
წარმომადგენელი
ევროკავშირში. ეს ჰქონდათ
ჩახვეული და ატრიალებენ,
თითქოს დაალაგეს ტრამპის
ხელისუფლებასთან. ეს ქალი
საერთოდ არ „იგუგლება“, ვინ
არის არავინ იცის.
გავარკვიეთ, რომ ორჯერ
იყრიდა კენჭს და ორივეჯერ
წააგო. ამ ქალის რაიმე
კავშირი ტრამპთან საერთოდ
არ დგინდება, არ „იგუგლება“
საერთოდ რომ ამ ქალს რაიმე
კავშირი აქვს ტრამპთან.
სამაგიეროდ, „იგუგლება“
მისი რაღაც სიმღერები
"იუთუბზე". მოკლედ, ეს ქალი
არის არავინ. იმდენად უჭირს
რუსულ ხელისუფლებას, რომ
იმდენად იაფფასიან
ადამიანებს უხდიან ფულს
იმისათვის, რომ რაღაცა
ინტერვიუები ჩაწერონ და
შემდეგ მისცენ მასალა
„იმედს“ და „პოსტივის“, რომ
შემდეგ საკუთარი
ამომრჩევლის
გამოთაყვანებული ნაწილი
კიდევ ერთხელ „დააბოლონ“
და დააჯერონ, თითქოს რაღაც
ურთიერთობა დაალაგეს
ამერიკის შეერთებულ
შტატებთან და ტრამპის
ადმინისტრაციასთან.
უბრალოდ, გასაგები რომ
იყოს, ეს ქალი არის არავინ
და შანსი იმისა, რომ ეს ქალი
გახდეს ტრამპის
ადმინისტრაციის
სპეციალური
წარმომადგენელი
ევროკავშირში არის ნული,“ -
განაცხადა ჯაფარიძემ.ის
ასევე აშშ-ის სახელმწიფო
მდივნის, ენტონი ბლინკენის
განცხადებას გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ „ქართული
ოცნების“ წევრების
საწინააღმდეგოდ სანქციები
აუცილებლად იქნება.„ასევე
ჩვენ ვნახეთ ენტონი
ბლინკენის განცხადება,
სადაც პირდაპირ არის
მოცემული შეფასება იმ
რეალობის, რაშიც ახლა არის
საქართველო და საუბარი
არის იმაზე, რომ იქნება
სანქციები და ეს სანქციები
აუცილებლად იქნება. ეს
სანქციები წამოვა ან
პირდაპირ სახელმწიფო
დეპარტამენტიდან, ან, რაც
ასევე სავარაუდოა, მოხდება
ჯერ „მეგობარი აქტის“
მიღება და ამ შემთხვევაში
სანქციები, რომელიც წამოვა,
იქნება ორპარტიული, იმიტომ
რომ „მეგობარი აქტის“
მიღებას სჭირდება
უმრავლესობა, რომელიც აქვს
„რესპუბლიკელებს,“ ხოლო
სახელმწიფო დეპარტამენტი
დღეს არის „დემოკრატების“
ხელში. თუ ეს მოხდა
გასაგები იქნება, რომ ორივე
ადმინისტრაციის მხრიდან
არის ერთი და იგივე
დამოკიდებულება და ამის
შანსი არის ძალიან მაღალი“,
- განაცხადა ჯაფარიძემ.