“სანკტ-პეტერბურგის ტურზე მოთხოვნა მაღალია… რატომ მოჰყვა მას უარყოფითი გამოხმაურება, ვერ ვიგებ” – Traveler

News.ge 1 თვე წინ 20
“სანკტ-პეტერბურგის ტურზე მოთხოვნა მაღალია… რატომ მოჰყვა მას უარყოფითი გამოხმაურება, ვერ ვიგებ” – Traveler

ტურისტული სააგენტო „თრეველერი“ სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ტურს აწყობს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ მოექცა. შესაბამისად, BM.GE დაინტერესდა, როგორია მოთხოვნა აღნიშნულ ტურზე და რა ღირს სანკტ-პეტერბურგში მოგზაურობა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, შალვა ბოლოთაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ტურზე საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით მომლოცველების მხრიდან, რომლებიც ადგილობრივი ტაძრების მოლოცვით არიან დაინტერესებული, ამიტომაც მოთხოვნას მიწოდებით უპასუხეს.
ამასთან, ბოლოთაშვილი დასძენს, რომ ტურის ანონსს, რომელიც მათ სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნეს, საზოგადოების მხრიდან ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რისი მიზეზიც მისთვის ამოუცნობია.
“30-40-კაციანი ჯგუფები ტურით რეგულარულად ინტერესდებიან, შესაბამისად, ტურისტული პაკეტი შევთავაზეთ. ამ ტურმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მართალია პოლიტიკური ფონი არსებობს, მაგრამ ზოგადად ამ მიმართულებაზე იყო და არის მოთხოვნა. ახლა ძალიან პოპულარულია მრევლის მხრიდან სერაფიმ საროველის ტაძარზე მოლოცვის მსურველთა რაოდენობა. ტურის შემდეგ, პეტერბურგსაც ამატებენ ხოლმე. მოსკოვი არავის აინტერესებს. 10-დღიანი ტურის ღირებულება, დაახლოებით 800 ევროდან იწყება.
Facebook და Instagram პოსტების ქვეშ არაერთი უარყოფითი კომენტარი იწერება. რატომ წერენ უარყოფით კომენტარს, სიმართლე გითხრათ, მე ვერ გავიგებ. თუ სახელმწიფო საზღვარს გვიხსნის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას ვექვემდებარებით და გახსნილ საზღვარზე გასვლაც შეიძლება. პიროვნული არჩევანია, ვინ წავა და ვინ არ წავა”,- ამბობს ტურისტული სააგენტოს დამფუძნებელი.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის გაზაფხულზე გააუქმა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მოქმედებდა. გასულ თვეს კი, ს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საფუძვლები გააფართოვა, რომლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღეზე მეტხანს დაყონ. აქამდე 90 დღეზე მეტხანს რუსეთში ჩასვლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ იმ გამონაკლისით, თუ ისინი სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდნენ.

სრულად წაიკითხეთ სტატია