ერთიანობა ნაციონალური
მოძრაობის” პრესსპიკერის,
ლევან სანიკიძის
განცხადებით, ყველა ის
საგამოძიებო მოქმედება,
რომელიც ახალგაზრდული
ორგანიზაციის ოფისში
ჩატარდა, აბსოლუტურად
უკანონო იყო. „ ყველა ის
საგამოძიებო მოქმედება,
რომელიც გუშინ „ერთიანობა
ნაციონალური მოძრაობის“
ახალგაზრდული
ორგანიზაციის ოფისში
ჩატარდა, აბსოლუტურად
უკანონო იყო.
უგულებელყოფილი იყო
სისხლის სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული ყველა
ნორმა, არ მოხდა როგორც
სასამართლოს და
მოსამართლის განჩინების
წარდგენა, ისე მოწმეების
დასწრება. აქედან
გამომდინარე, კანონიერ
მოთხოვნაზე -
დაუმორჩილებლობაზე
საუბარი არის უბრალოდ
სასაცილო. ჩვენ ვითხოვთ
ჩვენი თანამებრძოლების
დაუყოვნებლივ
გათავისუფლებას. ეჭვი არ
მეპარება, რომ ისინი მალე
თავისუფლები იქნებიან და
გააგრძელებენ ბრძოლას
ქართული სახელმწიფოს
თავისუფლებისათვის“, -
განაცხადა ლევან
სანიკიძემ.