სანამ არის დრო, მინიმალური შანსიც იარსებებს შეთავაზება ერთობის შესახებ, მათ შორის, "ახლებთან" - ანა წითლიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 51
სანამ არის დრო, მინიმალური შანსიც იარსებებს შეთავაზება ერთობის შესახებ, მათ შორის, "ახლებთან" - ანა წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, სხვადასხვა პარტიებთან ერთობის შესახებ შეთავაზება ჯერ კიდევ ძალაში რჩება.როგორც ანა წითლიძე გადაცემა "დღის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნავს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომლის კარიც ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის ღია არის."ძალაში რჩება ჩვენი წინადადება -  "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო პარტია, რომლის კარიც ღია იყო ყველასთვის. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად არის ამის მაგალითი. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი და სხვადასხვა პარტია გვყავს შემოერთებული და ის ყველაზე დიდი კოალიციაა, ამიტომ ჯერ კიდევ არის დრო და სანამ არის დრო მინიმალური შანსიც იარსებებს შეთავაზება ერთობის შესახებ, მათ შორის, "ახლებთან" , - განაცხადა ანა წითლიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია