სამხრეთ კორეაში მეცნიერებმა კიბოს დამარცხების ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავეს - რას ამბობენ კვლევის ავტორები

Primetime.ge 9 საათი წინ 18
სამხრეთ კორეაში მეცნიერებმა კიბოს დამარცხების ინოვაციური ტექნოლოგია შეიმუშავეს - რას ამბობენ კვლევის ავტორები
სამხრეთ კორეის მეცნიერებმა KAIST-დან, პროფესორ კვანგ-ჰიუნ ჩოს ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც კიბოს უჯრედების განადგურების ნაცვლად, მათ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას უწყობს ხელს. კვლევამ დეტალურად გამოავლინა, გენეტიკური ქსელის დონეზე, რა ცვლილებები ხდება უჯრედებში კიბოს განვითარების პროცესში.მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც აფერხებს კიბოსთან დაკავშირებული გარკვეული ცილების დაშლას.ტრადიციული კიბოს მკურნალობა ძირითადად უკავშირდება კიბოს უჯრედების ამოღებას ოპერაციის გზით ან მათ განადგურებას ქიმიოთერაპიით.მაგრამ ახალი კვლევა, არის სრულიად ახალი გზა, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს ჯანმრთელი უჯრედები დაუბრუნონ.კვლევის ავტორების თქმით, მკურნალობის ახალი მეთოდი პაციენტისთვის ნაკლებად საზიანოა.„ტრადიციული თერაპია ზიანს აყენებს ყველა უჯრედს ორგანიზმში – არა მხოლოდ კიბოს უჯრედებს. ეს იწვევს გამანადგურებელ გვერდით მოვლენებს და შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს პაციენტებში სხვა დაავადებების განვითარება.ახალი აღმოჩენები შეიძლება მიუთითებდეს გზას, როგორ ავიცილოთ სიმსივნის წარმოქმნა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.კიბოს განვითარება არ არის მომენტალური გარდაქმნა. ეს ხდება თანდათან, როცა ჯანმრთელი უჯრედების DNA-ში ცვლილებები გროვდება დროთა განმავლობაში, რაც ცვლის უჯრედების ფუნქციას.ამ კვლევამ დეტალურად გამოავლინა, გენეტიკური ქსელის დონეზე, რა ცვლილებები ხდება უჯრედებში კიბოს განვითარების პროცესში, რაც აქამდე საიდუმლოდ ითვლებოდა“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
სრულად წაიკითხეთ სტატია