მმართველ გუნდში ფიქრობენ,
რომ ხელისუფლების
ოპონენტები ყველაფერს
აკეთებენ ქვეყნის უკან
სვლისთვის."ქართულ
ოცნებაში" აცხადებენ, რომ
ოპოზიციას სამოქალაქო
დაპირისპირება სურს, რაც
მათი ქმედებებით
გამოიხატება."რადიკალური
ოპოზიცია უკვე
ექსტრემიზმშია გადასული,
ექსტრემიზმია, როდესაც
შენი ამომრჩეველი გაძლევს
ხმას და ამის შესაბამისად
არ შედიხარ პარლამენტში.
ექსტრემიზმია, როდესაც რომ
ვერ მოიგე არჩევნები
გადიხარ ქუჩაში და აწყობ იმ
რაღაც ცეცხლოვან ომებს,
რომლებიც ჩვენ დავინახეთ.
ექსტრემიზმია, როდესაც
შენს ამ მავნებლურ
გეგმებში იყენებ
ახალგაზრდებს და ფარად
გყავს ამოყენებული
ბავშვები. ექსტრემიზმია
მათი წარმომადგენელი
სალომე ზურაბიშვილი,
რომელიც ამ პროცესში
არასრულწლოვნების ჩართვას
ითხოვს და ფაქტობრივად
ბავშვებს აყენებს
უკიდურესად მძიმე
ფსიქოლოგიური ტერორის
ქვეშ და ექსტრემიზმია ის
ყველაფერი, რასაც საკუთარ
ქვეყანას უკეთებენ.
სამწუხაროა, როდესაც
რადიკალური და
ექსტრემისტული ოპოზიციის
მდგომარეობა ისეთ
მოცემულობამდე მივიდა, რომ
საკუთარი ქვეყნის
წინააღმდეგ არანაირ
საბრძოლო იარაღს არ
უშინდებიან,"- აცხადებს
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე
ნინო წილოსანი.