USAID-თან დაკავშირებით,
შტატების ახალი
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
განცხადებებზე,
ოპოზიციაში შეფასებები
კეთდება. "გახარია
საქართველოსთვის" წევრის,
ანა ბუჩუკურის შეფასებით,
სამი თვის განმავლობაში
მოხდება სხვადასხვა
ქვეყნებში USAID-ის
პროექტების
გადახედვა."სამი თვის
განმავლობაში მოხდება
სხვადასხვა ქვეყნებში
USAID-ის პროექტების
გადახედვა, დაველოდოთ.
მასკის "ტვიტზე" თუ
ფიქრობენ, რომ შიდა
პოლიტიკას დაალაგებს
"ოცნება," ეს ძალიან
სასაცილოა," - განაცხადა
"გახარია საქართველოსთვის"
წევრმა, ანა
ბუჩუკურმა.ამერიკელმა
მილიარდერი, აშშ-ის
სამთავრობო ეფექტიანობის
დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, ილონ მასკი
აცხადებს, რომ USAID
კრიმინალური ორგანიზაციაა
და აზიარებს ვიდეო-კოლაჟს,
სადაც საქართველოში
გამართული საპროტესტო
აქციების კადრიც მოხვდა.
მასკმა საკუთარ გვერდზე
სახელმწიფო დეპარტამენტის
ყოფილი მაღალჩინოსნის,
მაიკ ბენცის პოსტი დადო,
სადაც ის ამერიკის
ცენტრალური სადაზვერვო
სააგენტოს მუშაობაში, USAID-ის
საკვანძო როლზე საუბრობს.
ყველა ბრალდების
პარალელურად, მასკმა
სააგენტოს საკუთარ
სოციალურ ქსელ X-ზე გვერდიც
კი დაუბლოკა და
სიკვდილითაც დაემუქრა. USAID
-თან ერთად, მასკმა
კორუფციაში ჩაძირული
უწოდა "დემოკრატიის
ეროვნულ ფონდს." მან X-ზე
დაწერა, რომ "დიდია იმ
ბოროტებათა ჩამონათვალი,
რაც NED-ს გაუკეთებია."