თბილისში ახალი სტადიონის
მშენებლობის
ხელშესაწყობად შექმნილმა
კომისიამ 70 000
გულშემატკივარზე გათვლილი
სტადიონის
მშენებლობისთვის შერჩეულ
ტერიტორიაზე იმსჯელა.
კომისიის სხდომაზე,
რომელიც
პრემიერ-მინისტრის
ხელმძღვანელობით დღეს
მთავრობის
ადმინისტრაციაში
გაიმართა, მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება
მეგაპროექტის
განსახორციელებლად
განკუთვნილ ტერიტორიაზე,
რომლის შესახებაც
ინფორმაცია საზოგადოებას
უახლოეს მომავალში
მიეწოდება.ახალი სტადიონი
საქართველოს უმაღლესი
რანგის საფეხბურთო და
სარაგბო ტურნირების
მასპინძლობის
შესაძლებლობას მისცემს და
სპორტის აღნიშნულ
სახეობებში დამატებით
ინვესტიციებს
მოიზიდავს.ამასთან, გარდა
სპორტული ღონისძიებების
მასპინძლობისა, სტადიონის
ბაზაზე შეიქმნება მაღალი
რანგის საკონცერტო
ინფრასტრუქტურა და
საკონვენციო ცენტრი, რაც
ქვეყნის ტურისტულ
მიმზიდველობას
გაზრდის.როგორც მთავრობის
მეთაურმა აღნიშნა,
სტადიონის
მულტიფუნქციურობა მთელი
წლის განმავლობაში
სივრცის მაქსიმალურ
დატვირთვას
უზრუნველყოფს.ახალი
მულტიფუნქციური სტადიონის
კონცეფცია უეფას
ექსპერტებთან ერთად
მუშავდება.