სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინების ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში იყიდება – „სნეილ ქეჩი“

News.ge 1 დღე წინ 1
სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინების ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში იყიდება – „სნეილ ქეჩი“

სამეგრელოში წარმოებული ლოკოკინების ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში იყიდება – „სნეილ ქეჩი“
ქართულ-ნორვეგიული კომპანია “სნეილ ქეჩის” (ნადი გრუპი) გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული ლოკოკინების და ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში იყიდება.
“2024 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ექსპორტზე, დაახლოებით, 100 ტონამდე პროდუქცია გავიტანეთ, მათ შორის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები და ასევე, ცოცხალი ლოკოკინა. ამჟამად, პროდუქცია 3 ქვეყანაში იყიდება. კერძოდ, თურქეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში. დღეს ექსპორტზე ჩვენი წარმოების 95% გადის.
რაც შეეხება ფასებს – 1 კგ ლოკოკინას ფილეს ფასი – 40 ლარია, ცოცხალი ლოკოკინას ფასი კი 4 ევროა. ყველაზე დიდი მოთხოვნა ლოკოკინას ფილაზეა”, – აცხადებს მერაბ ნადარაია.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია. მერაბ ნადარაიას თქმით, კომპანია ამ ეტაპზე HoReCa სექტორთან თანამშრომლობს, თუმცა სამომავლოდ ქსელურ მარკეტებში შესვლას გეგმავს.
“საქართველოში როგორც ცოცხალი ლოკოკინა, ისე ლოკოკინას ნახევარფაბრიკატები იყიდება, თუმცა აღნიშნული პროდუქციის მიმართ კულტურა განვითარებული არ არის. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა მაინც მზარდია”, – აცხადებს მერაბ ნადარაია.
ცნობისთვის, „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობა 2023 წელს დაასრულა. კომპანიამ პროექტში 1,5 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე სენაკში აშენდა.
კომპანიის საკუთრებაშია ხობში 6 ჰექტარზე, ხოლო სენაკში 3 ჰა-ზე გაშენებული ლოკოკინას ფერმა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით ₾1,26 მლნ მიიღო.
bp.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია