სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო - მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ - დავით ჩიხელიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 74
სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო - მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ - დავით ჩიხელიძე
ვფიქრობდი რომ დიდ პოლიტიკაში ბავშვების და არასერიოზული ადამიანების ადგილი არ იყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი დამარწმუნა, რომ აშშ-ს პოლიტიკას არასერიოზული ხალხი წარმართავს. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა? -ასე ეხმიანება  სოციალურ ქსელში  ექსპერტი დავით ჩიხელიძე,  საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ თეთრ სახლში მიწვევის გაუქმებას.მისივე თქმით, აშშ სტრატეგიული პარტნიორიდან, სტრატეგიულ მტრამდე დავიდა, რომლისთვის უმნიშვნელოა ქართველი ხალხის ინტერესი და მისთვის  მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესი არსებობს.„სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო, ვფიქრობდი რომ დიდ პოლიტიკაში ბავშვების და არასერიოზული ადამიანების ადგილი არ იყო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კი დამარწმუნა, რომ აშშ-ს პოლიტიკას არასერიოზული ხალხი წარმართავს. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვა? როცა ერთი მხარე დესტრუქციულ, მეორე მხარე კი კონსტრუქციულ, პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევს. აღნიშნულ ფაქტში ერთი რამ განსაკუთრებით საინტერესოა, გახსოვთ ქართული, ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების პოლიტიკა? როცა სკანდალი არ აქვთ, თვითონ თხზავენ სკანდალს, რომელსაც შემდეგ აშუქებენ. ზუსტად ასე მოიქცა ბაიდენის ადმინისტრაცია. მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ. აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს მშვიდობას ვერ პატიობს, საკუთარი გადაწყვეტილებებით კი გვაჩვენებს, რომ დამსახურებაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს. აშშ სტრატეგიული პარტნიორიდან, სტრატეგიულ მტრამდე დავიდა, რომლისთვის უმნიშვნელოა ქართველი ხალხის ინტერესი. მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესი არსებობს, ამას რაც მალე გავაცნობიერებთ, მით უკეთესი ჩვენთვის,“- წერს დავით ჩიხელიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია