სალომე ზურაბიშვილს რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ უფლება მიანიჭა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს? ეს მისი ფუნქცია არ არის - ირაკლი ქადაგიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 54
სალომე ზურაბიშვილს რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ უფლება მიანიჭა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს? ეს მისი ფუნქცია არ არის - ირაკლი ქადაგიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას რომ არ აღიარებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი არ არის.როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი იმ განცხადებას აკეთებს, რისი უფლებაც კონსტიტუციით არ აქვს.„მას რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ უფლება მიანიჭა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს? – ეს მისი ფუნქცია არ არის. რევოლუცია რომ არ ხდება, კარგად ვიცით, ახლა ქვეყანაში გადატრიალების გეგმაა. ერთხელ, ერთმა ადამიანმა მოსწრებულად თქვა – ყველა თავის სახლში გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს. ამ ქვეყანაში ვერაფერს გადაატრიალებენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია