„სალომე ზურაბიშვილს მიცემული აქვს კარტ-ბლანში, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც“ - ირაკლი ქადაგიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 31
„სალომე ზურაბიშვილს მიცემული აქვს კარტ-ბლანში, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც“ - ირაკლი ქადაგიშვილი
ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობის სპეციალური ნებართვა, თუ მან კანონი დაარღვია? ეს კითხვა პრეზიდენტის მიერ ბერლინში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებას" აქვს. საქმე იმაშია, რომ გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს ქვეყანაში უცხოელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აგიტაციას."ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, 29 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომელიც ბერლინში მოეწყო, წინასაარჩევნო აგიტაცია იყო."სალომე ზურაბიშვილს აქვს კარტ-ბლანში მიცემული, რომ დაარღვიოს არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, გერმანიის კანონმდებლობაც. ზოგადად ის, რომ კონსტიტუციის უხეშად დამრღვევ პრეზიდენტს უცხოეთში ეპატიჟებიან და იღებენ, უკვე ნიშნავს, რომ მას ეს ერთგვარი ინდულგენცია უკვე მიღებული აქვს. როდესაც საქართველოში კანონის აღსრულებაზე აქვთ ხოლმე პროტესტი (ზოგიერთს, დასავლეთიდან), ამ შემთხვევაში, კანონისა და კონსტიტუციის უხეშად დამრღვევს, რატომღაც, იღებენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორმაგ სტანდარტებზე, რაც დამღუპველია დემოკრატიისათვის," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია