ასე ჩქარ ვადაში შეიძლება
არც გვქონოდა მოლოდინი,
მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს
ნიშნები, ყოველ
შემთხვევაში
საქართველოსთან
მიმართებაში
განსაკუთრებით, „დიფ
სთეითის“ შესუსტების და
დამარცხების, - ამის
შესახებ „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, მამუკა
მდინარაძემ დღეს გამართულ
ბრიფინგზე
განაცხადა.როგორც მან
აღნიშნა, ბრძოლა „დიფ
სთეითისა“ საქართველოსთან
კვლავ იგივე ძალებით
მიმდინარეობს, რადგან მათი
აგენტები კვლავ
აგრძელებენ მცდელობას
ჩამოიშალოს სახელმწიფო
ინსტიტუტები და სისტემა
საქართველოში.„განცხადებების
დონეზე კი ბატონო, მაგრამ
„დიფ სთეითის“ შესუსტების
ნიშნები, საქართველოსთან
მიმართებაში
განსაკუთრებით, არ ჩანს,
იმიტომ, რომ კვლავ
აგრძელებენ „დიფ სთეითის“
აგენტები იმგვარ
მოქმედებებს, გუშინდელი
ფაქტიც ამაზე მეტყველებს,
რომ კვლავ არის აქტიური
მცდელობა ჩამოიშალოს
სახელმწიფო ინსტიტუტები
და სისტემა საქართველოში,
იმისათვის, რომ მერე
ვიღაცამ იქით დაამუნათოს
საკუთარი ქვეყნის
ხელისუფლება, თუ ქართველი
ხალხი და ა.შ. აი როგორ
შეიცვალა საქართველოში
ხელისუფლება და როგორ
„ვაჟკაცურად“ ჩაერთო
რუსეთის წინააღმდეგ ომში
საქართველო. ამისი აქტიური
მცდელობები რადგან კვლავ
არის სახეზე, ეს იმას
ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“
თავისი სიძლიერით, სრული
სიძლიერით კვლავ
ახორციელებს მართვას
საკუთარი აგენტურისა
საქართველოში და მათ უკან
ნაბიჯი არ გადაუდგამთ
ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ
ამას იმ პერიოდში
ვუძლებდით, როდესაც აშკარა
და ღია მხარდაჭერა იყო
ამერიკის შეერთებული
შტატების ხელისუფლების
მიერ, განცხადებებით
დეკლარირებული მხარდაჭერა
და მაშინ, როდესაც ასეთი
დეკლარირებული მხარდაჭერა
არ არის, რა თქმა უნდა
ამასაც გავუძლებთ, თუმცა
ბრძოლა „დიფ სთეითისა“
საქართველოსთან კვლავ
იგივე ძალებით
მიმდინარეობს.
განსხვავება მხოლოდ ის
არის, რომ იმ ქვეყნის
ხელმძღვანელობა, ლიდერები
განცხადებებით აშკარად და
ღიად უპირისპირდებიან,
თუმცა მათი მოქმედებები
კვლავ ძალაშია“, -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.3:32 PMGvantsaGvantsa
Papavadzeმამუკა მდინარაძე:
სალომე ზურაბიშვილმა ცოტა
რბილად თქვა, რომ მზია
ამაღლობელი, ოპოზიციის
ხელში არის საგანი,
ინსტრუმენტი -
დღევანდელობის
პარადოქსია, რომ ათი
„ნაციდან“, ალბათ ცხრა, მის
სიკვდილზე ოცნებობსჩვენ
ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს,
ქალბატონი მზია დიდი
გმირობის ჩამდენი
ადამიანი იყოს. გასაგებია
შიმშილობა და
ჯანმრთელობის
მდგომარეობა, რომელიც უნდა
იყოს კარგი - ჭამა უნდა
დაიწყოს და დამთავრდება
ყველაფერი, - ამის შესახებ
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელმა მდივანმა,
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ,
„ნეტგაზეთი/ბათუმელების“
დამფუძნებლის, მზია
ამაღლობელის შესახებ
დასმული კითხვის
საპასუხოდ
განაცხადა.როგორც
მდინარაძემ განმარტა,
სახელმწიფო შანტაჟს ვერ და
არ დაექვემდებარება.
ოპოზიციას კი, თუ უნდა მათ
ხელში ინსტრუმენტად
ქცეული მზია ამაღლობელი
კარგად იყოს, არა
შიმშილობისკენ, არამედ
საკუთარი ჯანმრთელობის
მიხედვისკენ უნდა
მოუწოდონ.„სახელმწიფოს
დაშანტაჟების
შემთხვევაში, არც ერთი
სახელმწიფო ამ შანტაჟს არ
ექვემდებარება, ეს
ჩვეულებრივი ამბავია. ეს
არის ცივილიზებულ
სამყაროში მიღებული წესი,
რომ სახელმწიფო, შანტაჟს
ვერ და არ დაექვემდებარება.
კარგად თუ უნდათ იყოს,
შიმშილის და სიკვდილისკენ
კი ნუ მოუწოდებენ,
მოუწოდონ, რომ თავის თავს
და ჯანმრთელობას მიხედოს.
შიმშილობის გამო
გათავისუფლებული ადამიანი
სახელმწიფოსათვის არის
დიდი ზიანის მომტანი.
შიმშილობა საერთოდ
სრულდება სიკვდილით და
ამისკენ
მოუწოდებენ. გმირად
წარმოაჩენენ ადამიანს,
რომლის სიკვდილი უნდათ.
სალომე ზურაბიშვილმა ცოტა
რბილად თქვა და მერე
დეპუტატებმა, ჩვენმა
კოლეგებმა დააკონკრეტეს,
რომ მზია ამაღლობელი, არის
მათ ხელში საგანი,
ინსტრუმენტი - მათ თქვეს,
ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ
რომ გვეთქვა, წარმოიდგინეთ,
რა ამბავს ატეხდნენ.
დღევანდელობის პარადოქსია
ის, რომ ათი „ნაციდან“ ცხრა
ალბათ, მინიმუმ, მის
სიკვდილზე ფიქრობს და
ოცნებობს. სუბიექტურად,
ძალიან ბოროტების რომ
ვიყოთ, სუბიექტურად არც ერთ
ჩვენგანს არ უნდა რაიმე
ფატალური განვითარება ამ
კონკრეტული „ქეისის“.“ -
განაცხადა მამუკა
მდინარაძემ.