სალომე ზურაბიშვილმა
უღალატა იმ ამომრჩეველს,
რომელმაც მას მხარი
დაუჭირა „ქართული
ოცნების“ თხოვნით და ის ამ
ქვეყნის მილიონზე მეტი
მოქალაქეა, - განუცხადა
ჟურნალისტებს ადამიანის
უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე რატი
იონათამიშვილმა.მისივე
თქმით, ამავდროულად, სალომე
ზურაბიშვილი ყოველდღიურად
შეურაცხყოფას აყენებს
საქართველოს
კონსტიტუციას.„ყველანაირად
ცდილობს, როგორც
რადიკალური ოპოზიციის
ერთ-ერთი წარმომადგენელი,
ძირი გამოუთხაროს
საქართველოს
სახელმწიფოებრიობასა და
დემოკრატიას. შესაბამისად,
ის იმსახურებს, რომ იყოს
გადაყენებული
პრეზიდენტი“, - აღნიშნა
რატი
იონათამიშვილმა.მმართველი
პარტია საქართველოს
პრეზიდენტის იმპიჩმენტის
პროცედურებს ხელახლა
იწყებს.