გურამ მაჭარაშვილი პროტესტის მონაწილეებზე: მთავარი არის ის, რომ ხალხი ხედავს, ვინ იწყებს ძალადობრივ პროცესებს

Primetime.ge 3 საათი წინ 3
გურამ მაჭარაშვილი პროტესტის მონაწილეებზე: მთავარი არის ის, რომ ხალხი ხედავს, ვინ იწყებს ძალადობრივ პროცესებს
,,ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი კახა კალაძის შტაბთან გამართულ აქციებს აფასებს. მისი თქმით, ხალხი ხედავს, ვინ იწყებს ძალადობრივ პროცესებს.„რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ასეთი პროცესები. ვიცით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან თავის სიმაღლეზე, ეს ჩვენ ვნახეთ - დასაკავებელი ვინც არის, ის იქნება დაკავებული, გამოსაძიებელი რაც არის, იქნება გამოძიებული, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ხალხი ხედავს, ვინ იწყებს ძალადობრივ პროცესებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წინ მორიგი აქცია გაიმართა - ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა შტაბისა და მედიის მისამართით.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა.
სრულად წაიკითხეთ სტატია